“ქართული ოცნებიდან” წამოსულ დეპუტატთა ტრიოს, მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა. დეპუტატმა გადაწყვეტილება, ყაველაშვილი, ხუნდაძისა და სუბარის მსგავსად, “სიმართლის თქმის” მიზნით დატოვა. როგორც “ქართული ოცნების” უკვე ყოფილი დეპუტატი ამბობს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის მიერ, გუშინ გავრცელებული წერილის შემდეგ მიიღო, რადგან თვლის, რომ საზოგადოებისთვის სწორი, ობიექტური და საჭირო ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია.
დღესვე ცნობილი გახდა ისიც, რომ “ქართული ოცნებიდან” წამოსული დეპუტატები ახალ სამოქალაქო მოძრაობას ქმნიან, რომლის მიზანიც პასუხგაუცემელ კითხვებზე პასუხების მოძიება და საქართველოსთვის ომში ჩართვის საფრთხის თავიდან აცილება იქნება. საგანგებო ბრიფინგი, მმართველი პარტიიდან წამოსულმა დეპუტატებმა დღეს, პარლამენტში გამართეს და აღნიშნეს, რომ ახალი მოძრაობის შექმნის წინაპირობა ასევე ბიძინა ივანიშვილის გამოქვეყნებული წერილი და საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის დღევანელი პასუხები გახდა.
დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი, რომლებმაც “ქართული ოცნების” რიგები 28 ივნისს დატოვეს, ანტიდასავლურ გზავნილებს ახმოვანებენ. მათი კრიტიკის სამიზნე უკვე არაერთხელ გახსდა, საქართველოში ამერიკის ელჩი. ამბობე იმასაც, რომ საქართველოში “არიან დიდი ძალები”, რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ.