ბორის ჯონსონი შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივანი გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “ტელეგრაფი” ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯონსონი მაღალი თანამდებობის გარეშე დარჩეს, განსაკუთრებით კი უკრაინის მიმართ მისი ძლიერი მხარდაჭერის ფონზე. “ტელეგრაფის” ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე ჯონსონის კანდიდატურას მხარს თავდაცვის კომიტეტის წევრები, რიჩარდ დრაქსი და მარკ ფრანსუა უჭერენ. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ამჟამად იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე 2023 წლის 30 სექტემბრამდე იქნება, რის შემდეგად NATO-ს გენერალური მდივნის პოსტი ვაკანტური გახდება.