“ჯაჭვი შეკრულია” – ასე აფასებს “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატთა ტრიო ბიძინა ივანიშვილის განცხადებას და აცხადებს, რომ ექს პრემიერმა დაადასტურა ის, რაზეც ისინი თავიანთ წერილებში საუბრობდნენ. კერძოდ კი ის, ფაქტი, რომ ქვეყანა რეალურად იდგა ომში ჩართვის რისკის წინაშე. დეპუტატების შეფასებით ამერიკის ელჩი მათ კითხვას გაექცა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის წერილმა დაადასტურა, რომ საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში და საომარი ფრონტის გახსნა პოლიტიკურ კულუარებში განიხილებოდა. დეპუტატთა ტრიო მიანიშნებს, რომ სწორედ ომში ჩართვის საკითხი იყო განხილვის თემა, ივანიშვილის და დეგნანის შეხვედრაზე.
შეგახსნებეთ, რომ ხუინდაძე/ყაველაშვილი/სუბარი, ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკის ელჩს მწავავედ აკრიტიკებენ. სწორედ მათ გაავრცელეს თავდაპირველა დინფორმაცი, ბიძინა ივანიშვილის და კელი დეგნანის შესახებ, და ელჩისგან პასუხები მოითხოვეს. დეპუტატთა ტრიოს აინტერესებდა, შეხვედრაზე განხილული საკითხები. ისინი ირიბად მიანიშნებდნენ, რომ ომში ჩართვის მოთხოვნა, ივანიშვილთან შეხვედრაზე კელი დეგანანის მხრიდან გაჟღერდა.