პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიჭვინთაში მიმდინარე პროცესს გმობს და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის twitter-ის გვერდზე წერს.
„იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“– წერს სალომე ზურაბიშვილი.
ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთი რუსეთის მფლობელობაში გადადის. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.