“არ აქვს ღირსება და ის არის „უფარჩაკესი” ადამიანი” – ასე აფასებს მმართველი გუნდის ლიდერი, ალუდა ღუდუშაური უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებებს. როგორც მან აღნიშნა, ისინი, ვინც რევოლუციაზე საუბრობენ, ცეცხლს ეთამაშებიან.
ცნობისათვის, არახამიამ თქვა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი “კეთილად არ წავა”, ხალხი მას მაინც გადააგდებს და ეს შეიძლება რევოლუციის გზით მოხდეს. მისივე თქმით, საქართველოში სანქციების სამიზნე მხოლოდ ივანიშვილი არ იქნება და ეს მის გარემოცვასაც შეეხება. პარტია “ხალხის მსახურის” ლიდერის თქმით ის მზად არის, ჩამოვიდეს საქართველოში, ქართველი პოლიტიკოსები ევროპელ ლიდერებთან დააკავშიროს და ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში დაეხმაროს.