მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო. პროცესი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე უნდა გამართულიყო. სხდომაზე, მოსამრთლე ნინო ჩახნაშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან ცნობა და კლინიკა „ვივა მედიდან“ წარდგენილი ცნობა წაიკითხა. კლინიკის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში მითითებული იყო, რომ პაციენტ მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ძლიერი სისუსტე, უჭირს გადაადგილება და ძირითადად, მწოლიარეა, რის გამოც, მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ, მის პროცესზე გამოცხადებას. შემდეგი სასამართლო პროცესი 24 აგვისტოს ჩატარდება.