“ჩვენ ვუსვამთ ხაზს ამ განხილვის აუცილებლობას და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს საომარი ოპერაციები უკრაინაში, როგორც ამის შესახებ ნათქვამია 16 მარტს გამოცემული დროებითი ღონისძიების დადგენილებაში.
მნიშვნელოვანია, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა მოახერხონ და საერთაშორისო სასამართლოს გაუზიარონ არსებითი დებულებების თავიანთი ინტერპრეტაციები. ჩვენ ვიმეორებთ, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს მის ქმედებებზე. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა მისი საერთაშორისო პასუხისმგებლობაა და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო კომპენსაციას სახელმწიფო პასუხისმგებლობის კანონის თანახმად,” – უკრაინის სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში.
ამ თემასთან დაკავშირებით დღეს თბილისში პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდა. ოპოზიცია ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ადანაშაულებს უმოქმედობაში და თვლის, რომ ქართული ოცნება რუსულ პოლიტიკას ატარებს. მმართველ პარტიაში კი თქვეს, რომ ხელისუფლება მეგობარ უკრაინას მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს.