დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია და სასამართლო რეფორმა – ეს ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციებიდან, ის ძირითადი საკითხებია, რომლის შესრულებაზეც მმართველი გუნდი და ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ თანხმდება. მმართველი გუნდი, ოპოზიციის ნაწილს რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ოპოზიციამ თუ ბოიკოტის რეჟიმი გააგრძელა საზოგადოება და ევროპა ამას მკაფიოდ დაინახავს.
აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში. ისევ მთავარ მოთხოვნად რჩებარიგგარეშე სხდომის მოწვევა. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ფორმატში არ მონაწილეობს, საკუთარი გეგმის წარდგენას უახლოეს პერიოდში გეგმავს. პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას განაგრძობენ “გირჩი”, “მოქალაქეები” და გიორგი გახარიას პარტია.