ბიძინა ივანიშვილი სანქციების მოლოდინში. მილიარდერის ადვოკატებმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ, ირიბად აღიარეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დე ფაქტო სანქცირებულია. “ქართული ოცნების” დამფუძნებლის შესაძლო დასანქცირების საკითხი პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის საგანია. ოპოზიციაში თვლიან, რომ საქართველოს გადარჩენისთვის და ქვეყანის ევროპული მომავლისთვის ივანიშვილის დასანქცირება და დეოლიგარქიზაცია მთავარი გასაღებია. მათი შეფასებით, ივანიშვილის სანქცირების საკითხი რეალურია, რადგან მისი სახელი ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩნდა და ევროკომისიის რეკომენდაციებიც სწორედ დეოლიგარქიზაციას უკავშირდება. ამბობენ, რომ ოლიგარქი საქართველოთი და საქართველოს ინტერესებით ვაჭრობს.
„ეს არის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ“ – მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას არ ელოდება და თემის წამოწევაში ისევ ოპოზიციას აკრიტიკებენ. “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის დაცვას ცდილობს და აქცენტს მის ქველმოქმედებაზე აკეთებს.
ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე აქიტური საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელმა დიპლომატმა მაიკ მაკფოლმა საქართველოში პირველი პირების დასანქცირება დააანონსა. მაკფოლს არ დაუსახელებია, კონკრეტული პირების გვარები, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოში დასანქცირდნენ და თქვა, რომ ამ საკითხზე სანქცირების ჯგუფმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს. სიის შედგენაში უცხოელი დიპლომატები არიან ჩართული. სწორედ ამ დიპლომატებზეა დამოკიდებული როგორც სიის შედგენა, ასევე მისი გადაცემა დასავლეთში და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყტვეტილებების მიღების და კონკრეტული სანქციების დაწესების ლობირება.