ოფიციალური კიევის შემდეგ, საქართველოდან რუსეთში სანქცირებული ტვირთების გადატანაზე, ოფიციალური ვაშინგტონიც ალაპარაკდა. შესაბამისს, გამაფრთხილებელ განცხადებას, შეერთებული შტატების ორი ოფიციალური უწყება ავრცელებს. ამერიკის ფინანსური უსაფრთხოებისა და ინდუსტრიის უსაფრთხოების ბიურო განცხადებაში წერს, რომ აშშ-სთვის ცნობილია იმ საეჭვო დერეფნების შესახებ, საიდანაც შესაძლოა, რუსეთსა და ბელარუსში სანქცირებული პროდუქტი შედიოდეს. ორი უწყება რამდენიმე საეჭვო ქვეყანას ასახელებს, მათ შორის, სომხეთს, თურქეთსა და ყაზახეთს, ჩამონათვალში მოხსენიებულია საქართველოც.
ოფიციალური ვაშინგტონის ამ გამაფრთხილებელ განცხადებას, საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა პარტია “დროას” ლიდერი. ელენე ხოშტარია ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ამერიკამ საქართველო წითელ ზონაში არ შეიყვანოს. “დროას” ლიდერი მზადაა პარტნიორებთან კონსულტაციები გამართოს.