ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებსა მმართველ გუნდს შორის კონსულტაციები გრძელდება. გუშინ, უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების მიუხედავად, ოპოზიციიის ერთი ნაწილი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ შეხვედრაში, რომელიც მათი შეფასებით, ქვეყნის ევროპული მომავალისთვის იგეგმება. ოპოზიციის მეორე ნაწილს კი საკუთარი დღის წერსრიგი აქვს. ისინი “ქართულ ოცნებასთან” საუბრის აზრს ვერ ხედავენ, რადგან თვლიამ, რომ მმართველ პარტიას ქვეყნის ევროკავსირში ინტეგრაცია არ სურს. ისინი მმართველი პარტიისგან კვლავ რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვენ. ამ მოთხოვნაზე სასაუბროდ ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასაც განიხილავს.
გუშინ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე მმართველი პარტიის გეგმის ფარგლებში შალვა პაპუაშვილმა შეხვედრები გამართა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან. “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ლელომ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა” პარლამენტის თავმჯდომარესტან შეხვერდებზე უნდობლობის მიზეზით უარი განაცხადეს.