უფუნქციო ჭაჭის კოშკი და ანტისანიტარიის კერად ქცეული ტურისტული ატრაქცია. ხელისუფლების ოპონენტები, ბათუმის მერიას მოუწოდებენ, ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარონ და პირვანდელი სახე დაუბრუნონ. კითხვების ადრესატ უწყებაში საპასუხო კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. შეგახსენებთ, რომ კოშკი ბათუმში 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის„ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აშენდა. ჭაჭის გასინჯვა ადგილზე ყველა სტუმარს უფასოდ შეეძლო.