თბილისსა და რეგიონებში მომხდარი თავდასხმების გამო მოძრაობა “სირცხვილია” და “შინ ევროპისკენ” შეშფოთებას გამოთქვამენ და მმართველ პარტიას პროვოკაციობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. სპეციალურ განცხადებებში, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება წერია, რომ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს. ისინი მოუწოდებენ მმართველ პარტიას შეწყვიტოს პროვოკაციები, რომლებიც უკიდურესად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. მოძრაობის წევრები ასევე მოუწოდებენ პოლიციელებს უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და ადგილზევე აღკვეთონ დანაშაულები.