სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების პროტესტი გრძელდება. ღირსეული ხელფასების მოთხოვნით მორიგი აქცია დღეს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან გამართეს. უკვე ორი თვეა სასწრაფოში დასაქმებულები ღირსეულ შრომის პირობებს და ხელფასების 100%-იან ზრდას უშედეგოდ ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ სასწრაფო დახმარების თანამშომლები დახმარებას ახლა უკვე ირაკლი ღარიბაშვილისაგან ელოდებიან. მათ დღეს პრემიერის სახელზე დაწერილი წერილი მთავრობის ადმინისტრაციაში ჩააბარეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ წერილში დეტალურადაა აღწერილი მათ წინაშე არსებული გამოწვევები.
უკვე ორი თვეა რაც საწრაფოში დასაქმებულები გაფიცულები არიან. სასწრაფოს ექიმები პროტესტის შეწყვეტას იქმადე არ აპირებენ ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეები რადიკალური ზომების მიღებასაც არ გამორიცხავენ.