გაეროს ბავშვთა ფიონდის საჩუქარი დაავადებათა ჯკონტროლის ეროვნულ ცენტრს – ქვეყანამ ვაქცინების შესანახი სამასზე მეტი მაცივარი მიიღო. სპეციალური მაცივრები, რომოლებიც ქვეყნაში არსებულ კლინიკებში გაადანაწილდება აღჭურვილია ძაბვის რეგულატორით, ტემპერატურის აღმრიცხველი მოწყობილობით, ქარხნულად დაპროგრამებული განგაშის სისტემითა და შენახვის პირობების მონიტორინგისთვის განკუთვნილი ეკრანით. გაეროს ბავშვთა ფონდისგან კლინიკებს ასევე გადაეცათ ცივი ყუთი, სადაც საჭირო ტემპერატურაზე ვაქცინის შენახვის ხანგრძლივობა 107 საათია. პროექტის მიზანი COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების ცივ ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და სამედიცინო დაწესებულებების ახალი აღჭურვილობით უზრუნველყოფაა.