იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთავარ გამოწვევად კვლავ ე.წ კლანური მმართველობა რჩება – საბჭოს მონიტორინგის ანგარიშს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს. საია-ს თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, კლანური მმართველლობა ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებელობას, რაც ქვყნის ევროპულ მომავალს მნიშვნელოვნად აზიანებს.
ანგარიშში მოხვდა საბჭოს მიერ განხორციელებული ყველა ის ცვლილება, რეფორმა და გადაწყვეტილება, რომელიც საიას შეფასებით, სასამართლო სისტემას აზიანებს. ნიკა სიმონიშვილი გამოყოფს, გუშინ საბჭოს მიერ – სააპელაციო სასამრთლოს თავმჯდომარედ მიეხილ ჩინჩალაძის ხელახალ დანიშვნას. საიას შეფასებით, ე.წ სასამრთლო კლანი ძალაუფლებას ე.წ. დისციპლინური მეთოდით ინარჩუნებს და ურჩი მოსამართლეების წინააღმდეგ, სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს. ანგარიში საიამ კონკრეტული რეკომენდაციებიც გაწერა, თუმცა როგორც ორგანიზაცია გნმარტავს, რეკომენაციებს შედეგი, მხოლოდ – ე.წ კლანის ჩამოშლის შემთხვევაში იქნება.