ქვეყნის უპრცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდაზე დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომა ისაუბრა, თუმცა მას არაფერი უთქვამს, 24 ივნისს გამართულ აქციაზე და მისი თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნაზე. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა ევროპაში უპრეცედენტოა და ამ პროცესის შეფერხების უფლებას არავის მიცემს. ღარიბაშვილმა ისაუბრა, ქვეყნის ევროინტეგრაციაზეც, თქვა, რომ დღეს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წელი გავიდა და ამ პერიოდში მმართველმა პარტიამ. თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა.
პრემიერ-მინისტრის, ხელმძღვანელობით, მთავრობის დელეგაცია ხვალ, ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, საქართველოს დელეგაცია იმ პროგრესის შეფასებასა და აღიარებას ელის, რასაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. მადრიდში, ნატო-ს სამიტი ხვალ დაიყება და 30 ივნისამდე გაგრძელდება.