ყოფილი ელჩები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საქართველომ ევროკავშირის პერსპექტივა მიიღო, ხელისუფლებაა პასუხსმგებელია. დიპლომატები თვლიან, რომ “ქართულმა ოცნებამ”, პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში, ინტენსიური მუშაობის ნაცვლად, ანტიევროპული რიტორიკა გაამწვავა, რასაც მათი თქმით, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, ნეგატიური დინამიკა მოჰყვა. ელჩების განცხადება მედიასთან დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ექსპერტმა, გიგი გიგიაძემ წაიკითხა.