ქვეყნის პრემიერი მორიგი კრიტიკა დასავლეთს – ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ეს საქართველო იყო. მისი აზრით, გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო იყო. ამბობს, რომ ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც საქართველო მეტს იმსახურებდა, მის მიერ გაღებული სისხლი და ბრძოლაა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ 2008 წელს ქართველმა ჯარისკაცებმა სამაგალითო გმირობა აჩვენეს, ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, რწმენით და ჯარით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით კი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, რაც, სამწუხაროა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არავის წარმატების არ შურს. მისივე თქმით, მსოფლიოში ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს და ჩვენ ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ.