საქართველოს პრეზიდენტიმა მმართველი გუნდის კრიტიკა კიდევ ერხელ დაიმსახურა. “ქართული ოცნების” გაღიზიანება სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას მოჰყვა, რომლითაც პრეზიდენტმა, პრემიერი პარლამენტში გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. ამბობენ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცეში, საწინააღმდეგო კამპანიას სწორედ ქვეყნის პრეზიდენტი ეწევა. “ქართული ოცნების” წევრებს გული დასწყვიტა პრეზიდენტის იმ შეფასებამაც, სადაც მან პრემიერის გუშინდელ განცხადებებს შეურაცხმყოფელი უწოდა. სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოთქმული შენიშვნები, მოსწონს ოპოზიციას.
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური ბრიფინგი გუშინ საგანგებოდ, მას შემდეგ ჩანიშნა, რაც პრემიერმა პარლამენტში მისი მოხსენება დაასრულა. ზურაბიშილმა შეშფოთება გამოთქვა პრემიერის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაზე და თქვა, რომ მისი განცხადებები ხალხის ნებას ეწინააღმდეგბა. პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებს შეურაცხმყოფელი უწოდა.