ახალი სახალხო მოძრაობა ევროპული მომავლის დასაცავად ერთიანდება | 21.06.2022

ახალი სახალხო მოძრაობა ევროპული მომავლის დასაცავად ერთიანდება. მას შემდეგ, რაც 20 ივნისის მასშტაბურ აქციაზე მოძრაობა “სირცხვილიამ” ახალი სახალხო მოძრაობა დააფუძნა სამოქალაქო აქტივისტები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.  ამბობენ, რომ საერთი მიზნის მისაღწევად საჭიროა სრული მობილიზება. უკვე დაანონსებულია, შეკრების მორიგი თარიღი- აქცია შინ ევროპისკენ- 24 ივნისს ისევ პარლამენტთან  გაიმართება. სწორედ ამ დღეს მიიღებს ევროკომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

სამოქმედო გეგმის შესახებ მანიფესტის ტექსტი “სირცხვილიამ” გუშინ  გაასაჯაროვა. თუმცა, კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესახებ  ჯერ არ საუბრობენ. მანიფესტის ავტორების თქმით, ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლების მისამართით კონკრეტულ პირობებს გააჟღერებენ.  მოთხოვნების  დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოძრაობის წევრები დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებენ.

“სირცხვილიას” ინიციატივის მიხედვით შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გააერთაინებს სამოქალაქო ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს.  გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე მიიღებენ და ყველა წევრს 1 ხმა ექნება.