“ევროკავშირს არ შეუძლია მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს, ამიტომ სურს, მათ სტატუსზე პოზიტიური სიგნალი გაუგზავნოს. მოლაპარაკებების მაგიდაზეა ასევე საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა” – ამის შესახებ გამოცემა “პოლიტიკო” წერს და საფრანგეთის პრეზიდენტის ნათქვამს ციტირებს. ემანუელ კარონმა განცხადება მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად, კიშინოვში გამართულ პრესსკონფერენციაზე გააკეთა. “პოლიტიკო” წერს, რომ ევროპული კომისია, უკრაინისთვის კანდიდატის მინიჭების რეკომენდაციას, სავარაუდოდ, პარასკევს გასცემს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, რომლებიც 23-24 ივნისს ბრიუსელში სამიტს გამართავენ.