პარტია „გირჩი“ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად, აქციას ცალკე, 18 ივნისს გამართავს | 15.06.2022

პარტია „გირჩი“ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად, აქციას ცალკე, 18 ივნისს გამართავს.  შესაბამისი განცხადება მედიასთან დღეს, “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდრემა, სანდრო რაქვიაშვილმა გააკეთა. როგორც ის ამბობს, არ სურთ  არც  “ნაციონალური მოძრაობის” და არც “ქართული ოცნების” მხარეს დგომა, რის გამოც, აქციას  ცალკე გამართავენ. სანდრო რაქვიაშვილი  მოსახლეობას მიმართავს, რომ  ვისაც პოლიტიზირებულ  აქციებზე სიარული არ უნდა,   ევროკავშირში  ინტეგრაციის  მხარადასაჭერ აქციაზე  18 ივნისს მივიდნენ.