“ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. უკრაინა კი ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის საშინელ ფასს იხდის” – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას. ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თქვა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართელოს და შემდეგ უკრაინას და მოლდოვას. ამ განცხადებას დღეს მიხაილო პოდოლიაკი twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხრა რა არის მისთის მნიშვნელოვანი.
“რუსული რაკეტებისგან სიკვდილისთვის მოხალისეობრივად რიგში არავინ დგება, ირაკლი ღარიბაშვილო. უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის თავისი ცივილიზაციის დასაცავად. ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?” – წერს მიხაილო პოდოლიაკი.