ვინ მოკლა და რა ვითარებაში – 26 წლის ყაზახი გოგო ასელ აიტპაევა? – საკითხის გასარკვევად საქართველოში ყაზახური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იურისტების ჯგუფი ჩამოვიდნენ. ისინი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ოჯახი ქართველი სამართალდამცველების მუშაობით უკმაყოფილოა. ჩასატარებელია კომპლექსური ექსპერტიზაც. ოჯახის ადვოკატი აცხადებს, თუ ქართული მხარე ვერ მოახერხებს მსგავსი ექსპერტიზის ჩატარებას, მაშინ ამ მიზნით ყაზახეთიდან შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები ჩამოვლენ. ყაზახეთი საქართველოს პროკურატურას გარდაცვლილი ქალის ორგანოების გადაცემასაც სთხოვს.
ასელ აიტპაევა 2021 წლის 5 მაისს გარდაიცვალა. ამ ფაქტის შემდეგ სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს აიტპაევას ოჯახის ნათესავი მურად მეირბეგოვი, რომელსაც გამოძიება ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებას და ტრეფიკინგს ედავება.