აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოპოზიციის კრიტიკისთვის კვლავ სიძულვილის ენას იყენებს. თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციონერებს „კრიმინალების ბანდას“ უწოდებს და ამბობს, რომ მათზე საუბარს აღარ აპირებს.
შეგახსნებთ, რომ ამ ლექსიკით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გასულ კვირას, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოშიც ისაუბრა. სიძულვილის ენით თორნიკე რიჟვაძემ მისთვის უსიამოვნო კითხვებს პასუხობდა.