“შინ ევროპისკენ!” – სამოქალაქო საზოგადოება 20 ივნისს მასშტაბურ აქციას აანონსებს. აქტივისტები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებების შესახებ საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.