“თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას” – ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასება. ხუნდაძე სააგენტო “ინტერპრესნიუსთან’ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და აცხადებს, რომ გუშინდელი დღე შეურაცხმყოფელი იყო ქართველი ხალხისთვის, ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ უნახავს. დეპუტატი ამბობს, რომ “არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა”. მისივე განცხადებით, სახელმწიფოს და ბიძინა ივანიშვილს სანქციების მუქარით ვერავინ შეაშინებს და ეს სახიფათო პოლიტიკური თამაშია.