„ვერავის ვერ გადაუღუნო, დავაი დააახვიე“, „ჭორიკნებო“, „ლოთებო,“ „მიღიმით ყველის ვაჭარივით“ – ამ ლექსიკით ისაუბრა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ადრესატები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. სიძულვილის ენითა და ქუჩური მენტალობით მოსაუბრე თორნიკე რიჟვაძის ამ სიტყვებზე მმართველ გუნდსა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს რეაქცია არ ჰქონიათ.
შეგახსენებთ, გუშინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესს საბჭოს საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა. სხდომა რამდინმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება. რიჟვაძე ოპონენტების დასმულმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა.