“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი აცხადებს რომ მმართველი გუნდი მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას აპირებს. ვაშაძის ინფორმაციით, პროვოკაციების მოწყობა მოჭიდავე დეპუტატებს დაავალეს, დავალების გამცემი კი პარტიის ხელმძღვანელობი არიან. გიორგი ვაშაძეს ინფორმაცია წყარომ მიაწოდა, ოპოზიციონერი დეპუტატი მასზე მოსალოდნელ ფიზიკურ ანგარიშსწორებას მის პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირებს.