საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ევროპარლამენტის პრეზიდენტს, წერილს უგზავნის. შალვა პაპუაშვილი რობერტა მეცოლას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე მოსაზრებებს უზიარებს და თვლის, რომ ამ ეტაპზე, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.