„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე 2 პირი თავს დაესხა. როგორც ბერძენიშვილი და სამნიძე ამბობენ, აღნიშნული პირები მათ პოლიტიკური საქმიანობის გამო აგინებდნენ და შემდგომ მათ ხელითაც შეეხნენ. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც ორივე პირი დააკავა.