“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ” ანგარიშსს აქვეყნებს, რომელშიც ორგანიზაციამ 19 პოლიტიკური პარტიის წლიური ფინანსური დეკლარაციის ანალიზი წარმოადგინა. ირკვევა, რომ პარტიებს გასულ წელს თითქმის 21 მილიონი ლარი ჩაერიცხათ, საიდანაც თითქმის ნახევარი მმართველმა პარტიამ მიიღო. აღმოჩნდა რომ გასული წლის განმავლობაში “ქართული ოცნება” კვლავ ყველაზე მდიდარ პარტიას წარმოადგენდა და თითქმის 10 მილიონიანი დაფინანსებით უკონკურენტო უპირატესობით სარგებლობდა. ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეულში დაახლოებით, 1.6 ლარით მოხვდნენ “პატრიოტტა ალიანსი” და “ევროპული საქართველოც”. საეჭვო დაფინანსებების შესახებ კითხვის ნიშნების გაქრობისა და მეტი გამჭვრვალობის მიზნით, მესამე სექტორი შესაბამის ორგანოებს რეკომენდაციებით მიმართავს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მეტი ყურადღების გამოჩენას სთხოვს.