“ჩვენი არჩევანი ევროპაა” – ამ შინაარსის წერილი სამოქალაქო აქტივისტებმა, არასამთარობო სექტორმა და მოქალაქეებმა კარლ ჰარცელს ბრიუსელში გასაგზავნი წერილი გადასცეს. ადრესატი ევროკომისიის პრეზიდენტია, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოუწოდებენ, დაეხმაროს საქართველოს ევროინტეგრაციაში და მხარი დაუჭიროს ქვეყნისთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. სამოქალაქო საზოგადოებამ ახალი მოძრაობა “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” 27 მაისს დააფუძნა. მასში არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, მსახიობები, მომღერლები, მწერლები და სხვა პროფესიის ადამიანები არიან გაერთიანებული.