სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც ცენტრ “ემპათიას” ექსპერტებს საშუალება ეძლევათ მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ და ექსპერტიზა ჩაატარონ, ადვოკატებს უკვე ჩაბარდათ. “ემპათიას” კონსილიუმის წევრი ექიმები მზად არიან მესამე პრეზიდენტს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარონ.
ექსპრეზიდენტის ოჯახი კვლავ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს. ხელისუფლება კი ამ მოთხოვნას ისევ უარით პასუხობს.