სასწრაფო დახმარების ექიმებმა და მძღოლებმა დღეს აქცია გამართეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1 000-მდე დასაქმებული ხელფასის 100%-იან მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. ირკვევა, რომ კოვიდპანდემიის ტემპების შენელების შემდეგ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის დანამატების ჩამოჭრის გადაწყვეტილება მიიღო. მათივე თქმით, გამოძახებების სტატისტიკა არ შემცირებულა და დანამატის მოხსნა, უსამართლო გადაწყვეტილებაა. სასწრაფოს თანამშრომლების განცხადებით, აქციის გამართვამდე მათ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრა ჰქონდათ და მიიღეს დაპირება ღირსეული პირობების შექმნის შესახებ, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ფინანსური კუთხით არაფერი შეცვლილა.
სამედიცინო დახმარების თანამშრომლები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. მომდევნო აქცია სამშაბათს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან არის დაგეგმილი.