40 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინისთვის – ჯო ბაიდენმა მორიგ კანონპროექტს ხელი მოაწერა | 21.05.2022

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის, დახმარების სახით 40 მილიარდ  დოლარზე მეტის გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული თანხა ამერიკის მხრიდან დახმარების ყველაზე მსხვილი პაკეტია მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კანონპროექტი, რომელიც მომავალი ხუთი თვის განმავლობაში უკრაინის დახმარებას გულისხმობს, მოიცავს მათ შორის 6 მილიარდი დოლარის ჯავშანტექნიკასა და საჰაერო თავდაცვას. კანონპროექტს აშშ-ის სენატის წევრთა უმრავლესობამ მხარი ორი დღის წინ დაუჭირა.