ევროკომისია საქართველოსგან სანქციების აღსრულებას, პოლიტიკური პოლარიზაციის თავიდან აცილებას და რეფორმებს კიდევ ერთხელ ითხოს. განცხადება მედიასთან ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა გააკეთა და ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა შეაჯამა. ბორელი ამბობს, რომ საქართველოს მიერ გაეროში უკრაინის მხარდაჭერა მისასალმებელია, თუმცა მისი შეფასბეით, რუსეთისთვის დაწესებულ საქციების აღსულებაში საქართველომ მისი წვლილი უნდა შეიტანოს. ბორელმა ისაუბრა ქართული მხარის მიერ რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზეც, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში.
საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” პოლიტიკას დიდი ხანია აკრიტიკებს ოპოზიციური სპექტრი. ისინი ხელისუფლების პოზიციას არასახელმწიფოებრივს და ანტიეროვნულუს უწოდებენ, რის გამოც, ევროპელი დიპლომატების გზავნილები არ უკვირთ. მმართველი გუნდის ოპონენტები შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებას კიდევ ერთხელ იხსენებენ, ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნების” მიერ- ამ შეთანხმებიდან გასვლის მიუხედავად, ევროპელი პარტნიორები ხელისუფლებას, სწორედ დოკუმენტში ჩაწერილი რეფორმების გატარებას სთხოვენ.
ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა მაღალი დონის შეხვედრები ევროპულ საბჭოში, ევროკომისიაში, ევროპარლამენტში და ნატო-ს გენერალურ მიდვანთან გამართა. ამ შეხვედრების მთავარი გზავნილი – საქართველოში რეფორმების გატარების აუცილებლობა იყო.