სკოლის ბუღალტერი თაღლითურად მითვისებულ სკოლის თანხას აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში ხარჯავდა. სამართალდამცავებმა ის 142 ათასზე მეტი ლარის მითვისებაში ამხილეს. დაკავებული სკოლის საბანკო ანგარიშიდან თანხას საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.