ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივები იყო. პრემიერის თქმით, ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის შეფასების და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი, ორ დღიანი ვიზიტის ფარგკლებში შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მისელს. შეხვედრაზე საუბრის თემა იყო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.