მოძრაობა “სიცოცხლის გადასარჩენად” წევრები დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. ამბობენ, რომ დღეს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აქვს ის პოლიტიკური ბერკეტი, რომლის გამოყენებაც მიხეილ სააკაშვილს უფლებას მისცემს, მკურნალობა საზღვარგარეთ გააგრძელოს.