“პროპაგანდა, ისტერია, დეზინფორმაცია, მანიპულაცია” – ამ სიტყვებით ცდილობდნენ დღეს “ქართული ოცნების” ლიდერები, მათი თანაგუნდელის, ნინო წილოსანის გუშინდელი განცხადების გამართლებას. “ოცნების” დეპუტატმა ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში თქვა რომ თუ არ ჩავთვლით რუსულ ოკუპაციას, მას არ ახსენდება “იმაზე დიდი შეურაცხყოფა”, ვიდრე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებია. ამ განცხადების გამო, ოცნების დეპუტატს, ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს. ისინი დარწმუნებულები არიან რომ ეს არა მხოლოდ ნინო წილოსანის, არამედ სრულიად მმართველი პარტიის პოზიციაა. თავად წილოსანი კი მის ამ განცხადებას კონტექტიდან ამოგლეჯილს უწოდებს.