„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაისის ბოლოს როტერდამში, პარტიის ყრილობაზე მიიწვია. როგორც ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ტუსკი სააკაშვილს პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლას სთხოვს. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ საუბარია დონალდ ტუსკის წერილში, რომელიც მან სააკაშვილს საპატიმროში გადასცა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჟურნალისტებს „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელის მიწვევაზე მიხეილ სააკაშვილის პასუხი გააცნო.