ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა. უკრაინის პრეზიდენტმა ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. ევროპელი დიპლომატებისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროპული მხარდაჭერა იყო. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ პოლიტიკოსებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც უკრაინას ომის დროს მხარში დაუდგნენ.