“გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ” – ამ მოთხოვნით რუსთავის ციხესთან “ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია- ხელისუფლება კი დანაშულს სჩადის. მათი თქმით, აუცილებელია სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ დაუყოვნებლივ გადაიყვანონ.