უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგაც კრემლი ისევ იმუქრება და უკრაინას უკან დახევას სთხოვს. ზელენსკიმ უნდა უბრძანოს თავის სამხედროებს შეწყვიტონ წინააღმდეგობა – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიურ ტელეკომპანია მედიასეტთან ინტერვიუში ისაუბრა. სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკის ამ ქმედებით უკრაინაში მშვიდობის დამყარება შეუძლია. ლავროვის თქმით, სწორედ ამაზეა დამოკიდებული რუსული ე.წ სამხედრო ოპერაციის დასრულება უკრაინაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისევ ამტკიცებს, რომ ომის მიზანი სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა და “ნაციფიკაციასთან” დაკავშირებული საფრთხის შემცირებაა.