უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები თურქეთში მიიღება, მაშინ როდესაც შეხვედრა ვლადიმერ პუტინსა და ვლოდიმირ ზელენსკის შორის გაიმართება – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ისაუბრა. შეხვედრის სავარაუდო ადგილებად ერდოღანი სტამბოლსა და ანკარას ასახელებს. თურქეთის პრეზიდენტი კრემლის ლიდერთან მოლაპარაკებებს მიმდინარე კვირას გეგმავს, ამის შემდეგ გაირკვევა დათანხმდება თუ არა პუტინი ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას.