უკრაინაში მიმდინარე ომი და საქართველოს ევროინტეგრაცია-ამ თემებზე, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის პარლამენტის პრეზიდენტმა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩეხეთს საქართველოს დასავლური არჩევანის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ინტენსიური თანმშრომლბისთავის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრის ფარგლებში, სოლიდარობა დაფიქსირდა უკრაინის მიმართ. რუსული ძალადობრივი პოლიტიკა კი ორივე მხარის მიერ დაიგმო. მილოშ ვისტრჩილმა შეხვედრა გამართა ოპოზიციის ლიდერებთანაც. როგორც მან მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში თქვა, დღეს ნებისმიერი ქვეყნისთვის ევროპისაკენ სავალი გზა, რუსეთთან კავშირზე უარის თქმაზე გადის.