უკიდურესად დაძაბული და პოლარიზებული გარემო საქართველოში სერიოზული შეშფოთების საგანია – სწორედ ეს არის აღნიშნული იმ 23 პუნქტიან რეზოლუციაში, რომელიც ევროსაბჭომ საქართველოს საკითხზე გუშინ მიიღო. რეზოლუცია კრიტიკულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გამო, ასევე ვრცლად არის საუბარი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე. დოკუმენტში განხილულია სახალხო დამცველის მიმართ ხელისუფლების ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები – ასევე საუბარია საარჩევნო დარღვევებზე და მედიის თავისუფლებაზე. ევროსაბჭოში დებატებიც გაიმართა. უმაღლესი ტრიბუნიდან სიტყვით საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი და უმრავლესობის დეპუტატები გამოვიდნენ.
პოლარიზაციის დაწევა თუ გსურთ, მაშინ არ შეიძლება, ყოფილი პრეზიდენტი გვყავდეს ციხეში – ასე მიმართა ხატია დეკანოიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ოპოზიცონერი ლიდერის თქმით, საქართველო არამარტო გარე საფრთხეების წინაშე დგას, არამედ, ქვეყანაში შიდა საფრთხეებიც არსებობს.
რეზოლუციას, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიში ჰქვია. დოკუმენტი რომელიც დაახლოებით ხუთი თვის განმავლოაბში მზადდებოდა საქართველოში ბოლო რვა წლის ვითარებას მოიცავს.