სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდება სახალხო დამცველს. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციის მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი მუდმივ მონიტორინგს უწევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი მუდმივ მონიტორინგს უწევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში, ატარებს შესაბამისი პროტოკოლებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ, პირველი განცხადება Foreign Policy-სთან ინტერვიუში გააკეთა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი ამბბოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს სერიოზული დაავადების დიაგნოზს დაუსვამენ, მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული. თუმცა პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სააკაშვილის შეწყალება საქართველოში ინტენსიური პოლარიზაციის საკითხი იქნება.
ანორექსია, კუნთების განლევა და ცილოვანი შიმშილი – სახალხო დამცველის ექიმების ჯგუფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უმძიმესად აფასებს და მისთვის კომპლექსური სამედიცინო რეაბილიტაციის აუცილობლობაზე საუბრობს. გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ციხის გარემო საშუალებას არ იძლევა, რომ რეაბილიტაციის კურსი სრულად ჩატარდეს. ექიმები ამბობენ, რომ მძიმე ფქისიქოლოგიური მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს შესაბამის საკვებს. ამ მდგომარეობამ უკვე გამოიწვია მისი სხეულის მიერ ცხიმოვანი მასის სრული ათვისება და კუნთების განლევაა დაწყებული. თუ მთავრობა მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობის საშუალებას არ მისცემს ოჯახი პერმანენტულ აქციებს დაიწყებს. იგეგმება ხელმოწერების შეგროვება და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებიც.